ქართული საფიხვნო ქართული საფიხვნო

 
 GalleryGallery კითხვა-პასუხიკითხვა-პასუხი   ძიებაძიება   წევრთა სიაწევრთა სია   ჯგუფებიჯგუფები   რეგისტრაციარეგისტრაცია 
 პროფილიპროფილი   სისტემაში შესვლა პირადი შეტყობინების სანახავადსისტემაში შესვლა პირადი შეტყობინების სანახავად   შესვლაშესვლა 

ლაზური გვარები
გადასვლა გვერდზე წინა  1, 2, 3  შემდეგი
 
ახალი თემის დაწყება   პასუხი თემაზე    ქართული საფიხვნო -> პოლიტიკა და საზოგადოება
წინა თემის ნახვა :: შემდეგი თემის ნახვა  
ავტორი შეტყობინება
jordano
გამგე


გაწევრიანდა: 11 ივნ 2002
წერილი: 22555
ადგილმდ.: თბილისი, საქართველო

წერილიგამოგზავნილია: ორშ დეკ 11, 2006 18:35    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

pelazgi წერდა:
ე.ი. ეს აფხაზეთის პრეზიდენტი ლაზია შეიძლება ითქვას არა? icon_smile.gif

და კონსტიტუციაში უწერიათ, პრეზიდენტი აფხაზი უნდა იყოსო jora.gif
_________________
Waiting for the revolution...
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა Send email მომხმარებლის ვებ-გვერდის ნახვა AIM-მისამართი Yahoo Messenger MSN Messenger
Dehumanizer



გაწევრიანდა: 21 იან 2005
წერილი: 24

წერილიგამოგზავნილია: სამ დეკ 12, 2006 8:43    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

ამონარიდი:
ე.ი. ეს აფხაზეთის პრეზიდენტი ლაზია შეიძლება ითქვას არა?

არა, არა, არ არის ლაზი მისი გვარიან არა ბაღაფ-ში არამედ ბაღა-ფშ(ი), ი-ს ჩვენ ვუმატებთ ანუ გვარის დაბოლოებაა არა ლაზური ში, არამედ ფშ.
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
didou nana



გაწევრიანდა: 06 ივლ 2006
წერილი: 62
ადგილმდ.: Georgia

წერილიგამოგზავნილია: ხუთ დეკ 14, 2006 10:45    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

ძალიან საფუძვლიანია მტკიცება რომ ბაღაფში ლაზური წარმოშობისაა. საერთოდ ლაზები მთელი შავიზღვისპირეთს იყვნენ მოდებული და აფხაზეთში მათ ერთგვარი მცირე ავტონომიაც ჰქონდათ - კოლმეურნეობა "მჭითა ლაზისტანი"(წითელი ლაზისტანი), რომელიც ცხარა-შუბარასა და ფშალთილუღის თემებში იყო განლაგებული. ძალიან ბევრი აფხაზი, ისევე როგორც მეგრელები აფხაზებად იქნენ ჩაწერილი და ამგვარად მოხდა მათი "აფსუიზაცია". რაც შეეხება ბაღაფშის აფხაზურ დაბოლოებას, მხოლოდ "ფშ"-ს მიხედვით არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ ის აფხაზური წარმოშობისაა. პირიქით, აფხაზებში(უფრო სწორედ გააფხაზებულ ჩვენებურებში) ძალიან ხშირი იყო ტენდენცია გვარის გააფსუურებისა, რისი ნათელი მაგალითებიცაა ინალ-იპა(ინალიშვილი), აჯინჯალი(ჯინჯოლია), ქარდაა(ქარდავა) და ა.შ. ამიტომაც, სიმართლეს მოკლებული არ უნდა იყოს იმის მტკიცება, რომ ბაღაფში ლაზია, მითუმეტეს მისი გვარი ძალიან ახლოს დგას ბაღვაშთან, რომელიც წმინდა ზანური აგებულების გვარსახელია, და თანაც სამეგრელოშიც გვხვდება გვარი ბაღაშვილი, რომელსაც ასევე ბაღვაშის ქართიზებულ ვარიანტად მიიჩნევენ.

სხვათაშორის ამ საკითხზე შესანიშნავად გამოხატა აზრი დიდმა ლაზმა პოეტმა, ფოლკლორისტმა და მხატვარმა ხასან ხელიმიშიმ, როცა მან თქვა: "მა ნე აბაზასტანის ლაღუბი ბიქთირამ დო ჭანბა ვარნა ლაზ-იპა ბივერ, დო ნეთი ქორთუსტანის ჭანელიძე ვარნა ლაზიშვილი ბივერ"(მე არც აფხაზეთში გამოვიცვლი გვარს და ჭანბა ან ლაზ-იპა გავხდები, და არც საქართველოში ჭანელიძე ან ლაზისვილი გავხდებიო).
_________________
Image Hosting
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა MSN Messenger
ჭკონი



გაწევრიანდა: 09 ნოე 2003
წერილი: 261

წერილიგამოგზავნილია: ხუთ დეკ 14, 2006 14:27    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

სამწუხაროდ ძველი ლაზური გვარები ხშირ შემთხვევაში დაკარგულია. ლაზური გვარის სტრუქტურა ასეთია:
სახელი/ზედსახელი+ნათესაობითი ბრუნვის ნიშანი

ნათესაობითი ბრუნვის ნიშანი მეგრულ-ლაზურში არის -იშ (ისევე როგორც სვანურში). და სვანურის მსგავსად ხმოვანფუძიან სახელებში "-შ"-დ რეალიზდება. შეესატყვისება ქართულ "-ის"-ს.

მაგ.
თოფურ-იშ-ი (სიტყვა-სიტყვით "თაფლისა"), გულაბერ-იშ-ი (გულაბერ-ის-ა), თურმან-იშ-ი (თურმან-ის-ა), წედულ-იშ-ი (წედულ-ის-ა), კავაზ-იშ-ი (კავაზ-ის-ა), კუნწუ-შ-ი (კუნწუ-ს-ი), კანწულა-შ-ი (კანწულა-ს-ი) და მისთ.

ლაზები გვარებს მრავლობითის ფორმითაც იხსენიებენ. მაგ. ყველა ხსენებული გვარი ასეც შეიძლება ითქვას: თოფურ-ეფ-ე ("თაფლები", თაფლისანი), გულაბერ-ეფ-ე (გულაბერ-ებ-ი), თურმან-ეფ-ე (თურმან-ებ-ი), წედულეფე, კავაზეფე, კუნწუფე, კანწულაფე და ა.შ.

არის კიდევ ერთი ტიპი გვართწარმოებისა: -იტ/-ტ სუფიქსიანი, მაგრამ დღეს ცოცხლად შემონახული მხოლოდ ერთი მაგალითი ვიცი: ვალერიტი (ართაშენში)

ქალის გვარის წარმოებისას ლაზურში გამოიყენება სუფიქსი ”-ფხე”. მაგ. გულაბერ-იშ-ი (კაცი) - გულაბერი-ფხე (ქალი)
ეს სუფიქსი გავრცელებულია აჭარაში, გურიაში, ქვემო იმერეთსა და სამეგრელოში (თუმცა მეგრულში ოდნავ სახეცვლილად, ანუ ”-ხე” ფორმით). ბოლოსართი ”ფხე” შეთვისებული ჩანს ძველი აფხაზურიდან (აფხაზურად ”ა-ფჰა” ნიშნავს ქალიშვილს, ასულს და მომდინარეობს ძველაფხაზური ”(ა)ფხა”-დან. საერთო აფხაზურ-ადიღური ფუძეა)

ბაღაფში ლაზურ გვარად არ მიმაჩნია. ზეპირად მსჯელობა გვარის წარმომავლობაზე მეტად სარისკოა, მაგრამ გეტყვით ერთი შეხედვით რაც ჩანს:

გვარი აფხაზურად ჟღერს, როგორც ”ბაღაფშჲ”
1. თუ ფუძედ საკუთარ სახელ ”ბაღა”-ს ვივარაუდებთ, მაშინ ”ბაღაფშჲ” აფხაზურიად უნდა ნიშნავდეს ”წითურ ბაღას” (შდრ. გვარად ქცეული ზედსახელი ”გვერდწითელი”).
2. თუ ფუძედ ვივარაუდებთ ერთი აბაზური ტომის, ”ბაღაა”-ს სახელს, შესაძლოა ”ფშჲ” ელემენტი იყოს ნაშთი თავადის/ერისთავის აღმნიშვნელი ჩერქეზული სახელისა ”ფში”. ამ შემთხვევაში ბაღაფში>ბაღაფშჲ უნდა ნიშნავდეს ”ბაღაას ტომის ერისთავს”

ფორმალურად შესაძლებელია ლაზური ეტიმოლოგიაც განვიხილოთ. მაგ. ბაღა-ფ-ე (ბაღასანები, როგორც მოდგმა) > ბაღა-ფ-ე-შ-ი (გაორებული სუფიქსაციით, მაგრამ ასეთი რამ არ შემხვედრია) > ბაღაფაშჲ (ეს უკვე აფხაზური ფონეტიკური გადამღერება) > ბაღაფშჲ (ბოლოკიდურა მარცვლის შეკუმშვით, რაც საკმაოდ სათუოდ მეჩვენება)

რაც შეეხება კნინობით ნაწილაკს ”-წა”: იგი ზუსტად ედრება მეგრულ-ქართულ ”-(უ)ც-ა”-ს (კაღუცა (მეგრ. პატარა კავი), კერუცა (მეგრ. პატარა ტახი/კერატი), ნინუცა, გოგუცა, ბაბუცა, ქაქუცა და მისთ.). არქეტიპად მივიჩნევ ”-ცა”-ს, რასაც ლაზურისთვის დამახასიათებელი გლოტალიზება უნდა გამოევლო და ქცეულიყო ”-წა”-დ.


უკანასკნელი შემსწორებელი: ჭკონი. დრო: ხუთ დეკ 14, 2006 14:57. შესწორებათა საერთო რაოდენობა: 1
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
ჭკონი



გაწევრიანდა: 09 ნოე 2003
წერილი: 261

წერილიგამოგზავნილია: ხუთ დეკ 14, 2006 14:51    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

ამონარიდი:
აფხაზებში(უფრო სწორედ გააფხაზებულ ჩვენებურებში) ძალიან ხშირი იყო ტენდენცია გვარის გააფსუურებისა, რისი ნათელი მაგალითებიცაა ინალ-იპა(ინალიშვილი), აჯინჯალი(ჯინჯოლია), ქარდაა(ქარდავა) და ა.შ.


ნაწილობრივ გეთანხმებით. ასეთი გააფხაზურებული გვარებია ”აჯინჯალ” (ჯინჯოლია), აბლისკირ (ბულისკირია), ამფარ (მეფორია), ამქვაბ (მიქვაბია).

ინალიშვილი თავად ჰგავს გაქართულებულ აფხაზურ გვარს. სახელი ”ინალ” საკმაოდ გავრცელებულია აფხაზებსა და ჩერქეზებში ტრადიციულად. აფხაზი თავადები იყვნენ და შინაურულად თავისი გვარიც აფხაზურად რომ ეწარმოებინათ არაა გასაკვირი. ამ მიმართებით, ძალაუნებურად გაგახსენდება აკაკის ”გამზრდელი”, სადაც გვარი სწორედ ”ინალიფას” ფორმით გვხვდება.

”-ავა” ბოლოსართიან გვართა შემთხვევაც საინტერესოა. ამის თაობაზე გადმოვწერ ჩემსავე გზავნილს მეზობელი ფორუმიდან:
აფხაზური წარმოშობის ერთი გვართმაწარმოებელი სუფიქსი მეგრულში

ამონარიდი:
მეგრულში გავრცელებულია გვართმაწარმოებელი ბოლოსართი -ავა. იგი ამ ფორმით დასტურდება შუა საუკუნეების ქართულ ისტორიულ დოკუმენტებში. მეგრულში მომხდარი ფონეტიკური ცვლილებების შესაბამისად, თანხმოვანი ხმოვანთაშორის პოზიციაში ქრება და -ავა-ს შემთხვევაში ვღებულობთ აა მიდევრობას, რაც მოკლდება და -ა-მდე რედუცირდება. თანამედროვე მეგრულში -ავა-სუფიქსიანი გვარები შეკვეცილად წარმოითქმის. მაგ. კუდავა > კუდა, ხუბულავა > ხუბულა, ღვამიჩავა > ღვამიჩა და სხვ.
-ავა სუფიქსი მეგრულში აფხაზურიდანაა შეთვისებული: -ავაა (აფხ.): ხალხი, მოდგმა
აფხაზური -ავაა (ხალხი) არის მრავლობითი რიცხვის ფორმა სახელისა -ავაჵ (კაცი, ადამიანი).

რამდენიმე -ავა-სუფიქსიანი გვარის ეტიმოლოგია:

აფშილ-ავა//აბშილ-ავა: აფშილის//აბშილის მოდგმა. აფშილი ძველი აფხაზური ტომი
აფხაზ-ავა: აფხაზის მოდგმა
გუგუნ-ავა: გუგუნას (საკ. სახ.) მოდგმა
კაჭარ-ავა: კაჭარას (საკ. სახ.) მოდგმა
ფარულ-ავა: ფარულას მოდგმა
შან-ავა: შანას მოდგმა. შესაძლოა -შან-ში გვქონდეს სვანის აფხაზური სახელის აშვან-უა-ს ძირი
შონ-ავა: შონის მოდგმა. შონი (მეგრ.): სვანი
ხუბულ-ავა: ხუბულას (საკ. სახ.) მოდგმა.

და ა.შ.


ასევე საყურადღებოა აფხაზური გვარების გამეგრულებაც. მაგ. ქირთბაია, ქეცბაია, ბუთბაია, ჩაჩიბაია, ყოლბაია, ზუხბაია, ეზუგბაია და მისთ. მეზობელ ფორუმზე ამას წინათ ვკამათობდით ამ თემაზე. მეგრული გვარ-სუფიქსების გავრცელება აფხაზებში, ერთი მხრივ, და აფხაზურისა - მეგრელებში, მეორე მხრივ, ხანგრძლივ თანაცხოვრებასა და ასიმილაციის მაღალ ხარისხზე შეიძლება მიუთითებდეს ამ ორ ჯგუფს შორის. ისიც აღვნიშნე, რომ, ჩემი აზრით, ამ ასიმილაციის ძირითადი არეალი უნდა ყოფილიყო კოდორსა და ენგურს შორის მდებარე რეგიონი. მეგრულის კვალი აფხაზურზე უფრო ძლიერია, ვიდრე პირიქით, მაგრამ ეს სულ სხვა საუბრის თემაა.
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
ჭკონი



გაწევრიანდა: 09 ნოე 2003
წერილი: 261

წერილიგამოგზავნილია: ხუთ დეკ 14, 2006 23:47    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

ისტორიულად ლაზეთში დასტურდება ზუსტად მეგრულის მსგავსი წარმოებაც გვარების (-უა და -ია სუფიქსით). მაგ. ჩიჩუა და ჩხეტია.
”(ტრაპიზონის) მცხოვრებნი კეთილი და საოცრად მეგობრული ხალხია, ხოლო ჩიჩუას, ჩხეტიას და ლაზიკის გლეხები - ძალიან ჯიუტი. მათ სხვა კილო, სიტყვები და გამოთქმა აქვთ, რასაც ტრაპიზონელებიც კი ვერ გებულობენ და საჭიროა თარგმნა (თურქულად). აქ იქნა ჩაწერილი აწ უკვე დავიწყებული ლექსები ჩიჩუასი და ჩხეტიასი:

თუნ ზარიგონ ტაბინჩარო,
თომორ ჶონდა პალიკარო.
აფხაინგა გუზა თოფა,
ქეფხა ფაჲეს თოხმამუ.”

ევლია ჩელები: ”მოგზაურობის წიგნი” (ეს ჩანაწერები გაკეთებულია 1640-იან წლებში)

ჩხეტიაც და ჩიჩუაც ცნობილი მეგრული გვარებია, რომლებიც, როგორც ვხედავთ, მე-17 საუკუნეში ლაზეთშიც ყოფილა გავრცელებული.

ჩელების მიერ ჩაწერილი ლექსი ძლიერ არის დამახინჯებული და მისი აღდგენა ჭირს. სამწუხაროდ ორიგინალზე არ მიმიწვდა ხელი, რომ თურქულ-არაბული ტრანსკრიფცია მენახა. ეს რუსულიდან მაქვს გადმოტანილი და იქ შეიძლება ორმაგად დამახინჯებული იყოს. სერგი ჯიქიას ჰქონია გამოკვლევა ”ევლია ჩელები ლაზებისა და ლაზურის შესახებ” და იქნება მას ჰქონდეს აღდგენილი? icon_rolleyes.gif

რამდენიმე სიტყვა თითქოს შეიცნობა:

პალიკარი (ლაზ.): ახალგაზრდა, მამაცი, ვაჟკაცი. ნასესხები ძირია ლაზურში.

აფხა (მეგრ.-ლაზ.): ბეჭი. მეგრულში ძირს ორივე მნიშვნელობა აქვს შემონახული - ძირითადიც (სხეულის ნაწილი) და მეორეულიც (საქსოვი დაზგის ნაწილი). ლაზურში მხოლოდ მეორეულით შემხვედრია. ”აფხაინგა” იქნებ ”აფხას ინკანს” (ბეჭზე ირხევა, ქანაობს). არტაშენული ვარიანტით ”აფხაჲ ინკაჲ”

გუზა: ალბათ "გუნძე" (გრძელი)

თოფა: თოფი? თოფს დღეს ლაზურად ჰქვია თოფეღი/ტუჶეღი, მაგრამ თოფსაც ვერ გამოვრიცხავთ ჩელების პერიოდში. მით უმეტეს, რომ თოფიც და ტუჶეღიც თურქულიდან მოდის.

მთელი სტრიქონი შესაძლოა ასე აღვადგინოთ: აფხაჲ ინკაჲ გუნძე თოფა: ბეჭზე ირხევა გრძელი თოფი

ეს მცირედი გადახვევა icon_smile.gif
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
didou nana



გაწევრიანდა: 06 ივლ 2006
წერილი: 62
ადგილმდ.: Georgia

წერილიგამოგზავნილია: პარ დეკ 15, 2006 9:18    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

ამონარიდი:
თოფურ-იშ-ი (სიტყვა-სიტყვით "თაფლისა"), გულაბერ-იშ-ი (გულაბერ-ის-ა), თურმან-იშ-ი (თურმან-ის-ა), წედულ-იშ-ი (წედულ-ის-ა), კავაზ-იშ-ი (კავაზ-ის-ა), კუნწუ-შ-ი (კუნწუ-ს-ი), კანწულა-შ-ი (კანწულა-ს-ი) და მისთ.


თოფურიშები შემხვედრია ათინას რაიონში, სოფელ ჯიგეთურაში. ისინი დღეს "ბალ"-ებად იწერებიან, რაც თურქულად თაფლს ნიშნავს ასევე. გულაბერიშებიც გამიგია, არტაშენელები არიან და მათი უმეტესობა გულაბეროღლუს ატარებს. სხვათაშორის ერთი გულაბერიში 30-იან წლებში ყაზახეთში გადასახლებულებშიც ერია. კანწულაში დუზჯე-ადაფაზარის მუჰაჯირ ლაზებში მსმენია. მე მგონი კავაზიშიც იქ. რაც შეეხება დანარჩენს, მართლა არ მსმენია. შეგიძლიათ მათი დღევანდელი თურქული ვარიანტები და გავრცელების არეალიც(რაიონი, სოფელი) მიუთითოთ? მათშორის ვალერიტიც და სხვა დანარჩენიც.
_________________
Image Hosting
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა MSN Messenger
didou nana



გაწევრიანდა: 06 ივლ 2006
წერილი: 62
ადგილმდ.: Georgia

წერილიგამოგზავნილია: პარ დეკ 15, 2006 9:30    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

აფსუს, რომ ახლა ისეთ ადგილზე ვარ, ზოგიერთ ლიტერატურაზე ხელი არ მიმიწვდება, თორემ მოვიყვანდი მაგალითებს. გააფსუებულ ჩვენებურებზე და მათ გვარებზე საინტერესო გამოკვლევები აქვთ გერონტი გასვიანსა და ვალერიან ზუხბაის. ხოლო ევლია ჩელების მიერ ჩაწერილი ლექსი გაიშიფრა მგონი და იგი ზურაბ თანდილავას აქვს აღნიშნული თავის "ლაზურ ხალხურ პოეზიაში". იქვეა მითითებული გვარ "ხეციაზე", რომელიც ლაზეთში ყოფილა გავრცელებული. კერძოდ, თურქების შემოსევისას ბრძოლებში თავი გამოუჩენია ვინმე პეტრო ხეციას, რომელიც ლაზთა სახალხო გმირად იქნა აღიარებული. მასზე პირველი ცნობა აქვს იოსებ ყიფშიძეს ერთ-ერთი ლაზი მთქმელისგან ჩაწერილ ზღაპარში, სადაც ეს კაცი ხეციას გმირობაზე ჰყვება.
_________________
Image Hosting
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა MSN Messenger
didou nana



გაწევრიანდა: 06 ივლ 2006
წერილი: 62
ადგილმდ.: Georgia

წერილიგამოგზავნილია: პარ დეკ 15, 2006 10:03    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

"ჩქიმი მჯვე სოიჯოხო მაფარველიში ტეენ, ჰაშო მიჯოხუფტეს იანი. პაპუ ჩქიმიქ მიწვეეტუ, ჩქინ ჩხალაშენ გეხთიმეი ვოეთ, ჰექონუი ვოეთია. ხოლო ზოპონტუ ჯოხო ჩქინი გურჯუჯე ენ დო დიდო მსქვა ა მუთხა დემეღია. მუ დემექ მა პკითხი ზამანის. მაფარველის გურჯეფექ მალაიღიშენი, თანგრიშენი ზოპონან, იანი ძაბუნობაშენ დო ჩქვა პატი მუთხანეფეშენ ნა მფოუფან ა მუთუშა ითქვენ. ჩქინი მჯვეშეფექ ქილისეში კოჩეფე, პაპაზეფე ტეენან დო გურჯეფექთი ჰაშო ქოგიოდვეენან ია მიწვუ. მანთი ვიჯერი, მარა ლაზიქ ქილისეში კოჩი, პაპაზი მუჭოში იყვასუნტუ ვა მემახესაპუ ჩქარ. ლაზი დო გიავური იყვენი ეფჩი? ვა მიჩქინ, დოღრუ ზოპონტუი, პაპულიქ იოქსა მცუდი, ჰამმა, მაფარველოღლეფე ნა პყოფეეთ ქომიჩქინ. ჩქვა მუ გინონ ესქიი? "

ჩემი ძველი გვარი მაფარველიში ყოფილა, ასე გვეძახდნენ უფრო სწორედ. პაპა ჩემი მეუბნებოდა, ჩვენ ჩხალიდან ჩამოსულები ვართ, იქაურები ვართო. კიდევ ამბობდა ჩვენი სახელი ქართულია და ძალიან ლამაზ რამეს ნიშნავსო. რას ნიშნავს მეთქი, ვკითხე უწინ. მაფარველს ქართველები ანგელოზზე, ღმერთზე ამბობენ, უფრო სწორედ ავადმყოფობისგან და სხვა ცუდი რამეებისგან რაც გვიფარავს ერთ რამეზე ითქმის. ჩვენი ძველები(წინაპრები) ეკლესიის კაცები, მღვდლები ყოფილან და ქართველებსაც ასე უწოდებიათო, მითხრა. მეც დავიჯერე, მაგრამ ლაზი ეკლესიის კაცი, მღვდელი როგორ უნდა ყოფილიყო ვერ მივხვდი საერთოდ. ლაზი და ურჯულო იქნება კაცო? არ ვიცი, მართალს ამბობდა პაპა თუ ტყუილს, მაგრამ მაფარველოღლები რომ ვყოფილვართ ვიცით. სხვა რა გინდა შვილო?



ეს ნაწერი სადღაც ვნახე ინტერნეტში და ლინკი დამეკარგა მერე. იმ გვერდზე მთქმელის და ჩამწერის ვინაობებიც ეწერა. მაგრამ ვერ დავიმახსოვრე და დამეკარგა კიდეც. სხვა გვარებიც ეწერა მემგონი, და ფორუმი იყო თუ არ ვცდები ისიც....
_________________
Image Hosting
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა MSN Messenger
ჭკონი



გაწევრიანდა: 09 ნოე 2003
წერილი: 261

წერილიგამოგზავნილია: პარ დეკ 15, 2006 11:54    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

didou nana წერდა:
ამონარიდი:
თოფურ-იშ-ი (სიტყვა-სიტყვით "თაფლისა"), გულაბერ-იშ-ი (გულაბერ-ის-ა), თურმან-იშ-ი (თურმან-ის-ა), წედულ-იშ-ი (წედულ-ის-ა), კავაზ-იშ-ი (კავაზ-ის-ა), კუნწუ-შ-ი (კუნწუ-ს-ი), კანწულა-შ-ი (კანწულა-ს-ი) და მისთ.


თოფურიშები შემხვედრია ათინას რაიონში, სოფელ ჯიგეთურაში. ისინი დღეს "ბალ"-ებად იწერებიან, რაც თურქულად თაფლს ნიშნავს ასევე. გულაბერიშებიც გამიგია, არტაშენელები არიან და მათი უმეტესობა გულაბეროღლუს ატარებს. სხვათაშორის ერთი გულაბერიში 30-იან წლებში ყაზახეთში გადასახლებულებშიც ერია. კანწულაში დუზჯე-ადაფაზარის მუჰაჯირ ლაზებში მსმენია. მე მგონი კავაზიშიც იქ. რაც შეეხება დანარჩენს, მართლა არ მსმენია. შეგიძლიათ მათი დღევანდელი თურქული ვარიანტები და გავრცელების არეალიც(რაიონი, სოფელი) მიუთითოთ? მათშორის ვალერიტიც და სხვა დანარჩენიც.

კუნწუში, კანწულაში, თორმანიში, ბადიში, კავაზიში დუზჯელი ჩხალელების გვარებია (1877-78-ში გადასახლებულთა შთამომავლების)
წედულიში - არქაბული. სოფელი არ ვიცი. ამ გვარის კაცი არქაბეში ცხოვრობს
ვალერიტი: სოფელი შამგული (არტაშენი)
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
აჩვენე წერილები წინა:   
ახალი თემის დაწყება   პასუხი თემაზე    ქართული საფიხვნო -> პოლიტიკა და საზოგადოება ყველა დრო მოცემულია სარტყელში GMT
გადასვლა გვერდზე წინა  1, 2, 3  შემდეგი
გვერდი ნომერი 2(სულ - 3)

 
აირჩიე:  
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ, თემებზე პასუხის გაცემა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი წერილების რედაქტირება
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი წერილების წაშლა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ ხმის მიცემა კენჭისყრისას


Powered by phpBB 2.0.1 © 2001, 2002 phpBB Group

RE:Action Georgia without Russian troops!