ქართული საფიხვნო ქართული საფიხვნო

 
 GalleryGallery კითხვა-პასუხიკითხვა-პასუხი   ძიებაძიება   წევრთა სიაწევრთა სია   ჯგუფებიჯგუფები   რეგისტრაციარეგისტრაცია 
 პროფილიპროფილი   სისტემაში შესვლა პირადი შეტყობინების სანახავადსისტემაში შესვლა პირადი შეტყობინების სანახავად   შესვლაშესვლა 

ლაზური გვარები
გადასვლა გვერდზე 1, 2, 3  შემდეგი
 
ახალი თემის დაწყება   პასუხი თემაზე    ქართული საფიხვნო -> პოლიტიკა და საზოგადოება
წინა თემის ნახვა :: შემდეგი თემის ნახვა  
ავტორი შეტყობინება
didou nana



გაწევრიანდა: 06 ივლ 2006
წერილი: 62
ადგილმდ.: Georgia

წერილიგამოგზავნილია: ორშ ოქტ 16, 2006 12:48    წერილის სათაური: ლაზური გვარები პასუხი ციტირებით

გამარჯობათ მეგობრებო,

როგორც ხედავთ თემას "ლაზური გვარები" ჰქვია და არც თუ შემთხვევით. ყველამ ვიცით რომ ოცდაათიან წლებში ათათურქის "სახელთა პოლიტიკის" შედეგად ისეთ კულტურულ ხალხებს, რომელთაც ნაციონალური გვარები გააჩნდათ, აეკრძალათ მისი ტარება და ებრძანათ თურქულ გვარებზე გადასვლა, რის შედეგადაც მთელი ლაზეთი კიდევ ერთი კუთხით "გათურქდა". ამის შედეგად გაჩნდნენ, მაგალითად "თერზიოღლუს" გვარის მატარებელი ქურტი, ლაზი, პომაკი თუ ალბანელი "თურქები".
დღეს უკვე უმეტესობას აღარ ახსოვს საკუთარი ლაზური გვარი. ბევრს ახსოვს და არ იცის რას ნიშნავს. ერთი სიტყვით აღარ იციან, რომ გვარი მათი ნაციონალური თვითიდენტიფიკაციის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი იყო, რაც თურქებმა შეგნებულად წაართვეს.
ამ საქმეს შველა სჭირდება. ჩვენ შეგვიძლია მათ ვუშველოთ ცალკეული ლაზების გამოკითხვითა და მოძიებით. იმდენად რამდენადაც, ამ ფორუმზე ლაზურ თემაზე საკმაოდ რეაგირებადი და გათვიცნობიერებული საზოგადოებაა თავმოყრილი, მიმაჩნია, რომ ისინი გარკვეულწილად შეძლებენ მათ ლაზ მეგობრებთან დაკავშირებას და ამ კეთილშობილურ საქმეში ერთი აგურის დადებას მაინც.

ჩვენ უნდა გამოვიძიოთ ძველი ლაზური გვარები და ავუხსნათ, მათ(ლაზებს) რომ ეს ენასთან, მამულთან და სისხლთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი სიწმინდეა.

ველოდები თქვენს გამოხმაურებებს....


ღორმოთიქ გოხელან დო მენჯელი მექჩან! [/b]
_________________
Image Hosting
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა MSN Messenger
Dehumanizer



გაწევრიანდა: 21 იან 2005
წერილი: 24

წერილიგამოგზავნილია: ხუთ ოქტ 19, 2006 17:44    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

რამდენიმე თვის წინ იყი ინფორმაცია (სამწუხაროდ არ მახსოვს სად მოვისმინე) ერთმა ლაზმა, რომელიც ხორავა იყო გვარად სასამართლოს მეშვეობით ოფიციალურად აღიდგინა საკუთარი გვარი. ისე მე, როგორც ვიცი ლაზების უმრავლესობას სამწუხაროდ არ ახსოვს ძირძველი ლაზური გვარი და იმ შემთხვევაში თუ თავის ლაზობაზე უნდათ ხაზგასმა (არაოფიციალური ურთიერთობაში, საიტებზე და ა.შ.) თურქულ გვარებს უმატებენ ლაზურ დაბოლოება "ში"-ს. სულ არაფერს ჯობია თუნდაც ასე გააკეთონ.
ლაზური გვარების მოძიებას რაც შეეხება, არ ვიცი რითი შეგვიძლია მათი დახმარება. ერთდადერთი რაც ჩვენ შეგვიძლია მოვიძიოთ ესაა სადმე არქივში ხომ არ არის დაფიქსირებული სარფის მიმდებარე სოფლების (რომლებიც 1877-1917 წლებში რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო) მცხოვრებთა გვარები.
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
didou nana



გაწევრიანდა: 06 ივლ 2006
წერილი: 62
ადგილმდ.: Georgia

წერილიგამოგზავნილია: პარ ოქტ 20, 2006 7:02    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

ჩვენ იმითი შეგვიძლია დახმარება, რომ თუ სადმე ლაზს შევხვდებით, მაშინვე ვკითხოთ თუ ახსოვს საკუთარი ლაზური გვარი, და თუ ახსოვს სასწრაფოდ ჩავიწეროთ. მასთან ერთად თურქული გვარიც და სოფელიც სადაც ცხოვრობს. თუ იცის საკუთარი გვარის ეტიმოლოგია, მაგას რა ჯობია. ერთი სიტყვით, ჩაწერის წარმოება შეიძლება შემდეგი ფორმულით:

ბულიში: "ბული" ლაზურ-მეგრულად ნიშნავს ბალს, ხოლო "ში" ზანური საგვარეულო სუფიქსია. ბულიშები დღეს ატარებენ თურქულ გვარს, რომელიც ასე ჟღერს: AKBULUT(აქბულუთ). "აქ" თურქულად ნიშნავს თეთრს, ხოლო "ბულუთ" ღრუბელს. ბულიშები დღეს, არტაშენის ილჩეს სოფელ მეკალისკირითში ცხოვრობენ.


მე ვიცი, რომ საქართველოში ძალიან ბევრს ჰყავს ლაზი მეგობრები, რომელთაც ან ინტერნეტის საშუალებით უკავშირდებიან, ან დადიან თურქეთში და პირიქით. მათ შეუძლიათ გამოჰკითხონ მეგობრებს, გვარების შესახებ და ფორუმზე დადონ. ან არსებობის შემთხვევაში მიუთითონ სათანადო ლიტერატურა.

_________________
Image Hosting
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა MSN Messenger
didou nana



გაწევრიანდა: 06 ივლ 2006
წერილი: 62
ადგილმდ.: Georgia

წერილიგამოგზავნილია: კვი ნოე 26, 2006 19:53    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

ძალიან ლამაზი და არქაული ლაზური გვარი აღმოვაჩინე დღეს: ხაწანიწაფხე. უფრო სწორედ ხაწანიწაში, რადგან ფხე-ხე, ლაზურ-მეგრულში მდედრობითი სქესის აღმნიშვნელი სუფიქია, რომელიც გვარებს დაერთვის. ხაწანიწაშები დღეს კალ გვარს ატარებენ და არტაშენში ცხოვრობენ.
_________________
Image Hosting
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა MSN Messenger
jordano
გამგე


გაწევრიანდა: 11 ივნ 2002
წერილი: 22544
ადგილმდ.: თბილისი, საქართველო

წერილიგამოგზავნილია: ორშ ნოე 27, 2006 7:41    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

თემა გადატანილია "პოლიტიკა და საზოგადოებაში"
_________________
Waiting for the revolution...
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა Send email მომხმარებლის ვებ-გვერდის ნახვა AIM-მისამართი Yahoo Messenger MSN Messenger
pelazgi



გაწევრიანდა: 08 დეკ 2006
წერილი: 9

წერილიგამოგზავნილია: პარ დეკ 08, 2006 11:13    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

რამდენადაც მე ვიცი ლაზური გვარების უმეტესობა თავდება ბოლოკიდურით - "ში",
მაგრამ არ ვიცი ეს "ში" ნიშნავს კია კიდვ რაიმეს ლაზურ ენა-ში?
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Kolombina



გაწევრიანდა: 11 აპრ 2003
წერილი: 4867
ადგილმდ.: Niedersachsen

წერილიგამოგზავნილია: პარ დეკ 08, 2006 21:31    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

"ში" იგივეა, რაც ჩვენებული "ძე".
_________________
Light in Black
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა Send email
didou nana



გაწევრიანდა: 06 ივლ 2006
წერილი: 62
ადგილმდ.: Georgia

წერილიგამოგზავნილია: ორშ დეკ 11, 2006 10:29    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

"ში"-ს პირდაპირი მნიშვნელობა ქართულში იქნება "სი" - "სა". მაგ.: ტუღუში - ტუღუსი, ანუ ტუღუს შვილი. არ დავეთანხმები კოლომბინას იმაში, რომ "ში" "ძე"-ს ნიშნავს. "ძე"-ს აღსანიშნავად კოლხურში(ლაზურ-მეგრულში) იხმარება "სქირი".(პაპასქირი, წულეისქირი, კვეკვესქირი, გაბესკირია, ბულისკერია და ა.შ.).
_________________
Image Hosting
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა MSN Messenger
didou nana



გაწევრიანდა: 06 ივლ 2006
წერილი: 62
ადგილმდ.: Georgia

წერილიგამოგზავნილია: ორშ დეკ 11, 2006 10:48    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

წინა პოსტინგში ვწერდი, რომ ერთი ძალიან არქაული ლაზური გვარი აღმოვაჩინე მეთქი: ხაწანიწაში. არადა, უნებლიედ შეცდომაში შევიყვანე ხალხი. ეტყობა, გვარში ამდენმა წ-მ(რაც თურქულისთვის არაბუნებრივია) დამაბნია და მაფიქრებინა, რომ ძირი წმინდა ლაზური წარმოშობისაა. თუმცა, შემდეგ როცა დავჯექი და კონკრეტულად ამ გვარის ძირის შესახებ დავფიქრდი, მივხვდი, რომ ის ლაზების გამუსულმანების პერიოდშია მიღებული. ცნობილია, რომ "წა" ნაწილაკი, ლაზურში კნინობითი ფორმის გამომხატველია, როგორც ქართულში "კა"(სიმონიკა, პავლიკა) და მეგრულში და დასვლურ ქართულში "ია"(გივია, კაკოია). ეს ძირი კი უნდა მომდინარეობდეს საკუთარი სახელი ჰასან/ხასანის კნინობითი ფორმისგან "ხასანიწა/ხაწანიწა("" მოგვიანებით ""-დ იქცა). შემდეგ კი ამ ხასანიწას მოდგმას მისი სახელი მიენიჭა და გახდა ხაწანიწაში(ხასანიწასი, ხასანიწას შვილი).
ისე, ლაზეთში დღესაც ბევრგან შეხვდებით ამგვარ სახელებს: ომერიწაში ემთუმანი(ომერიწას(ომერის) აღმართი); იბრამიწაში ქარმატე(იბრამიწას(იბრაჰიმის) წისქვილი); დულიწაშ ავლა(დულიწას ეზო/მამული) და ა.შ.
ერთი სიტყვით, ამდენი იმიტომ მოვაყოლე, რომ ფორუმელებისთვის ბოდიში მომეხადა იმის გამო რომ ზემორეაღნიშნული გვარი შეუსწავლელად შევაფასე და არქაული ვუწოდე.
_________________
Image Hosting
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა MSN Messenger
pelazgi



გაწევრიანდა: 08 დეკ 2006
წერილი: 9

წერილიგამოგზავნილია: ორშ დეკ 11, 2006 18:33    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

didou nana წერდა:
"ში"-ს პირდაპირი მნიშვნელობა ქართულში იქნება "სი" - "სა". მაგ.: ტუღუში - ტუღუსი, ანუ ტუღუს შვილი. არ დავეთანხმები კოლომბინას იმაში, რომ "ში" "ძე"-ს ნიშნავს. "ძე"-ს აღსანიშნავად კოლხურში(ლაზურ-მეგრულში) იხმარება "სქირი".(პაპასქირი, წულეისქირი, კვეკვესქირი, გაბესკირია, ბულისკერია და ა.შ.).


ე.ი. ეს აფხაზეთის პრეზიდენტი ლაზია შეიძლება ითქვას არა? icon_smile.gif
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
აჩვენე წერილები წინა:   
ახალი თემის დაწყება   პასუხი თემაზე    ქართული საფიხვნო -> პოლიტიკა და საზოგადოება ყველა დრო მოცემულია სარტყელში GMT
გადასვლა გვერდზე 1, 2, 3  შემდეგი
გვერდი ნომერი 1(სულ - 3)

 
აირჩიე:  
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ, თემებზე პასუხის გაცემა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი წერილების რედაქტირება
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი წერილების წაშლა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ ხმის მიცემა კენჭისყრისას


Powered by phpBB 2.0.1 © 2001, 2002 phpBB Group

RE:Action Georgia without Russian troops!