ქართული საფიხვნო ქართული საფიხვნო

 
 GalleryGallery კითხვა-პასუხიკითხვა-პასუხი   ძიებაძიება   წევრთა სიაწევრთა სია   ჯგუფებიჯგუფები   რეგისტრაციარეგისტრაცია 
 პროფილიპროფილი   სისტემაში შესვლა პირადი შეტყობინების სანახავადსისტემაში შესვლა პირადი შეტყობინების სანახავად   შესვლაშესვლა 

რადიკალურ - ფუნდამენტალურ - ექსტრემისტული - '' ისლამი''
გადასვლა გვერდზე წინა  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10  შემდეგი
 
ახალი თემის დაწყება   პასუხი თემაზე    ქართული საფიხვნო -> პოლიტიკა და საზოგადოება
წინა თემის ნახვა :: შემდეგი თემის ნახვა  
ავტორი შეტყობინება
Alex



გაწევრიანდა: 14 ივლ 2003
წერილი: 235
ადგილმდ.: NEDERLAND

წერილიგამოგზავნილია: პარ აგვ 22, 2003 21:02    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

Hexamon
1)აბა მე საიდან უნდა ვიცოდე შენ მეხუმრები თუ არა.
2) ხომ იცი, მასეთ ხუმრობას ზოგიერთი როგორ იყენებს (შეიძლება თემის დახურვაც მოყვეს)
3) მე რომ სერიოზულად არ გავბრაზებულვარ ამაზე მეტყველებს:
ა) ყვითელი და არა წითელი ბარათი.
ბ )ბრჭყალების დანართი - '' გამოხტომებს''
4) დღეს ერთხელ გთხოვე გაგემარტა რას გულისხმობდი ლირიკული ჩანართით. (პასუხი არ მივიღე)
5) შენ შეგეძლო გასაგებად ჩამოგეყალიბებინა კითხვა. მაგ. -ცივილიზაციის განვითარების პერიოდში არსებობდა სახეობები რომლებიც გადაშენდნენ და არავითარი სარგებლობა არ მიუციათ მისთვის. მაგალითად - დინოზავრები.
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Hexamon



გაწევრიანდა: 18 ივნ 2002
წერილი: 1785

წერილიგამოგზავნილია: პარ აგვ 22, 2003 21:13    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

ალექს,

კიდევ ერთხელ - პარდონ.

"შენ შეგეძლო გასაგებად ჩამოგეყალიბებინა კითხვა. მაგ. -ცივილიზაციის განვითარების პერიოდში არსებობდა სახეობები რომლებიც გადაშენდნენ და არავითარი სარგებლობა არ მიუციათ მისთვის. მაგალითად - დინოზავრები."

lol, ჩემო ალექს, აბა ბრონტოზავრი რა უბედურებაა თუ არა გადაშენებული გოლიათი?

==

წინა კოომენტარს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, ამ თემაში გამოთქმულია მრავალი კორექტული მოსაზრება, მათ შორის თქვენი, მაგრამ ხანდახან ასე ვთქვათ, modus operandi-ზე, მომიტევეთ და, ზერელე დაკვირვებას ეყრდნობა. რატომ და როგორ, ამას, ცოტა მაცალეთ, მოვიცლი ამ დღეებში, დავჯდები და დალაგებულად მოგახსენებთ.

peace.
_________________
გიორგობისთვე.
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Alex



გაწევრიანდა: 14 ივლ 2003
წერილი: 235
ადგილმდ.: NEDERLAND

წერილიგამოგზავნილია: პარ აგვ 22, 2003 21:50    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

(უკაცრავად თემიდან გადახვევა)
Hexamon,
- რაც შეეხებათ დინოზავრებსა და მფრინავ ხვლიკებს.
დღესაც მიმდიმარეობს მეცნიერთა მიერ მათი შესწავლა, პალეონთოლოგთა მასალების გამოკვლევა. ასე რომ ''უაზრონი'' რომ ყოფილიყვნენ, მათი არსებობითაც კი არავინ დაინტერესდებოდა.
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Alex



გაწევრიანდა: 14 ივლ 2003
წერილი: 235
ადგილმდ.: NEDERLAND

წერილიგამოგზავნილია: კვი აგვ 24, 2003 0:47    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

(თემის გაგრძელება)
გაოცებას იწვევს ის ფაქტი, თუ როგორ შეინარჩუნა პატარა საქართველომ - არაბულ ისლამთან დაუნდობელ ბრძოლაში - თავისი მართლმადიდებლობა. ენით აუწერელი გმირობის მაგალითები და ასევე ენით გადმოუცემელი - ბარბაროსობა. რა ფასი გაიღო ერმა ამისათვის ცნობილია, მაგრამ - წარმოუდგენელია. მხოლოდ მართლმადიდებლურმა რელიგიამ იხსნა ერი გადაგვარებისაგან. იმ დროს საქართველო და მართლმადიდებლობა ერთი მცნება იყო. ერთის დამარცხება მიშნავდა მეორეს დასასრულს და პირიქით.
ამჯერად მსურს თქვენი ყურადრება შევაჩერო, უახლოესი ისტორიის ზოგიერთ ფაქტზე, რომლებსაც აქტუალურობა დღესაც არ დაუკარგავთ.
მე-19-ე საუკუნის ბოლოს საქართველო შედიოდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. იყოფოდა ორ ნაწილად აღმოსავლეთ და დასავლეთ გუბერნიებად ანუ - თბილისისა და ქუთაისის. იმ დროიდან კავკასიაში არსებობს ერთი საყურადღებო, გადაუჭრელი პრობლემა - თურქეთის რელიგიური იდეოლოგიის გავლენა რეგიონში მცხოვრებ მუსულმან მოსახლეობაზე. განსაკუთრებით ეს ეხებოდა ჩრდილო კავკასიას. ამ საკითხს დიდ ყურადღებას უთმობდა მეფის ჟანდარმერია. მე-20ე საუკუნის დასაწყისში ამ გავლენამ უფრო თეორიული ხასიათი მიიღო სახელწოდებით - ''პანისლამიზმი''. სულთანის რეზიდენტებისა და შპიონების მთავარი მიზანი იყო: ხელი შეეწყოთ ყველაფრისათვის, რაც გამოიწვევდა რუსეთის იმპერიის გავლენის შემცირებას კავკასიის რეგიონში. ამ მიზნით საკმაოდ კარგად გამოიყენებოდა რელიგიური ფაქტორი. თურქებისა და სპარსების მიერ კავკასიის მომთაბარე ტომების გამოყებება ქრისტიანული საქართველოს წინააღმდეგ მოიცავს მრავალ საუკუნიან ისტორიას. ამ მიზნით იგზავნებოდა დიდი თანხები - ოქროს სახით. ქართველთა გამოცდილებას დაემატა რუსეთიც და ერთობლივი ღონისძიებებით მეოცე საუკუნის დასაწყისში, შესწავლილ იქნა აღნიშნული საკითხი და მოხდა მასზე გარკვეული ''კონტროლის'' დაწესება. მოგეხსენებათ, თუ არ არსებობს ბრალდების დამამტკიცებელი ფაქტები, არ შეიძლება დადანაშაულება, თუნდაც რეალური ეჭვების არსებობის დროსაც კი. მუსულმანული რელიგია, ისე როგორც ყურანი დართული იყო იმპერიის მთელ ტერიტორიაზე. მოძღვრება არ ეწინააღმდეგებოდა კანონებს. ამიტომ დანაშაულში დაჭერა ანუ გამოიყენო კანონი იქ სადაც ლაპარაკია ქადაგებაზე, ნიშნავს საკუთარი თავი არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააყენო. ჟანდარმერიამ შეძლო ერთი კითხვის დასმა: - ვინ ჩაუდგება სათავეში გაერთიანებულ ისლამის სამყაროს? ამაზე ''მოძღვრები'' პასუხობდნენ: - ჩვენ რა მოვუწოდებთ რუსეთის იმპერიიდან გამოსვლას? სად გაიგეთ მსგავსი რამ? ამის მერე კავკასიის ჟანდარმერიას რჩებოდა მხოლოდ კერძო შემთხვევებზე რეაგირება, რასაც გარდამავალი უპირატესობით თავს ართმევდა. ამავე დროს რელიგიურ ქადაგებას ამოფარებულნი, სულთანის რეზიდენტები აგრძელებდნენ თავიანთ საქმიანობას: ხდებოდა მოქალაქეთა პოლიტიკური განწყობის ზუსტი შესწავლა, ინფორმაციის მოპოვებას სამხედრო ბაზებსა და პირებზე.
1918 წელს საქართველო გამოეყო რუსეთის იმპერიას, ხოლო თურქებმა, რომელთაც გააჩნდათ მდიდარი ინფორმაცია და თანხები დაიწყეს საქართველოს ტერიტორიის, განსაკუთრებით კი მუსულმანი მოსახლეობით დასახლებული ადგილების ათვისება: - მესხეთი ( თურქი-მესხები) აჭარა ( ხულო, ქედა) აფხაზეთის მუსულმანობა (პანკისის ხეობა, ჩეჩენი, ქისტი. ლეკთა ტომები) აზერბაიჯანელი მუსულმანობა (აღ.საქართველო)
1921 წელს რუსების დაბრუნებას რეგიონში მოყვა თურქთა გავლენის დასუსტება და მათ მიერ რეგიონის დატოვება, მაგრამ იდეოლოგია და დაბრუნების იდეა კი დაგვიტოვეს.
ცნობილია რომ რუსეთისა და საქართველოს - კერძოდ შევარდნაძის პოლიტიკური კურსი ერთმანეთს არ ემთხვევა, რის გამოც რუსეთის გავლენა მნიშვნელოვნად შემცირებულია. ხოლო თურქეთის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები თავისუფლად გადაადგილდებიან საქართველოს ტერიტორიაზე. რესპუბლიკაში გაიზარდა არასანთავრობო ორგანიზაციების რიცხვი, ათობით დაურკვეველი საქმიანობის დაწესებულებები და სხვა მრავალი, რომელთა გამკლავებას ადგილობრივ ძალებს მარტო პატრიოტიზმის საფუძველზე არ ძალუძთ. ძნელია ამ პირობებში გაარჩიო; - ვინ, ვინ არის? და - რა სურს?
(უმორჩილესად ვთხოვ ზოგიერთ მეგობარს, ჩემს მიერ გაკეთებული ფაქტების ანალიზით პრორუსული განწყობა არ დამაბრალოთ.)
ამის გარდა რეგიონში დიდი აქტივიბით გამოირჩევა საუდის არაბეთი. მათ მიერ მიმდინარეობს: ისლამის ყველაზე რადიკალურ-ფუნდამენტალური მიმართულების ''ვახაბიზმის'' ექსპორტირება. ასევე მილიონიანი კრედიტების სახით პირდაპირ ახდენს აზერბაიჯანის სახელმწიფოს დაფინანსებას.
http://www.sakartvelo.ru/digest/neighborsfulltext.asp?idnews=7722
('' ...- ისლამური გამვითარების ბანკი...'' - ??? როგორია. თანხაც სოლიდურია - 280 მილიონი.)

რაც შეეხება ''ვახაბიზმს'', მსურს მოგვიანობით შევჩერდეთ, როცა შევეცდები მოკლედ გავაანალიზო - ისლამის ''მოღვაწეობის'' ისტორია.


უკანასკნელი შემსწორებელი: Alex. დრო: კვი აგვ 24, 2003 1:36. შესწორებათა საერთო რაოდენობა: 2
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Alex



გაწევრიანდა: 14 ივლ 2003
წერილი: 235
ადგილმდ.: NEDERLAND

წერილიგამოგზავნილია: კვი აგვ 24, 2003 0:58    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

სასინჯი

უკანასკნელი შემსწორებელი: Alex. დრო: კვი აგვ 24, 2003 1:06. შესწორებათა საერთო რაოდენობა: 1
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Alex



გაწევრიანდა: 14 ივლ 2003
წერილი: 235
ადგილმდ.: NEDERLAND

წერილიგამოგზავნილია: კვი აგვ 24, 2003 1:00    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

'' [c

უკანასკნელი შემსწორებელი: Alex. დრო: კვი აგვ 24, 2003 1:03. შესწორებათა საერთო რაოდენობა: 1
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Alex



გაწევრიანდა: 14 ივლ 2003
წერილი: 235
ადგილმდ.: NEDERLAND

წერილიგამოგზავნილია: კვი აგვ 24, 2003 1:02    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

იმისათვის, რომ ჩვენ დისკუსიის ''ნაყოფიერი'' მხარე შევინარჩუნოთ, კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ თემის დასაწყისში ჩემს მიერ დასმულ შეკითხვას და გამოყოფილ საკითხებს ისლამური რელიგიიდან.

(წერილი2)
'' - რადგან მუსულმანთა ''მოქმედებები'' გამართლებულია მათი რელიგიის მიერ, ხომ არ წარმოადგენს რელიგიური მოძღვრება ისლამი მთლიანობაში - კაცობრიობისათვის მიუღებელ ''დოგმათა ნუსხას'' ''

(წერილი 3)
'' - გამოვყოფ რამდენიმე ძირითად საკითხს ისლამური მოძღვრებიდან, რომლებიც კავშირშია მოცემულ თემასთან.
1) მუსულმანურ სარწმუნოებას არ უყვარს ''განვითარებადი ჭკვა''. მისთვის ხელსაყრელია აზროვნების ''საწყისი'' ფორმა. როდესაც მუსულმანს კითხვა უჩნდება და ეძებს პასუხს - მას თავის რელიგიაში პოულობს. ამით ის წყნარდება, აღარ ეძებს სხვაგან და არც თვითონ ფიქრობს მოცემულ პასუხზე.
2) ყურანი ყოფს მსოფლიოს ორ ნაწილად: ისლამურ და ე.წ. ურწმუნოთა სამყაროზე. მუსულმანი რომელიც შეეწირება ისლამის დაცვას და მისი გავრცელების ბრძოლას, თუნდაც ყაჩაღი ან მკვლელი. მაინც ხდება წმინდანი. ამ ფაქტს წიგნში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
3) ისლამი საშუალებას აძლევს ქრისტიანებს, იუდეებს და სხვას შეინარჩუნონ თავიანთი რელიგია, მხოლოდ ისლამის ზეგავლების ქვეშ. იმ პირობით, რომ დაემორჩილებიან მის ნებას და გადაიხდიან დიდ ბეგარას. ათეისტების მიმართ ისლამი ნებას რთავს ძალადობის გამოყენებით, მოხდეს მათი გამუსულმანება. წინააღმდეგ შემთხვევაში - სიკვდილი წამებ ქვეშ. ამასაც შესაბამისი ადგილი უჭერია ყურანში.
4) იმ დროს როცა ძალადობის მომხრე ქრისტიანები, უპირისპირდებიან თავიანთ რელიგიას. კეთილი, კაცთმოყვარე მუსულმანები უპირისპირდებიან ისლსმის ''პოსტულატებს''. ''
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Alex



გაწევრიანდა: 14 ივლ 2003
წერილი: 235
ადგილმდ.: NEDERLAND

წერილიგამოგზავნილია: კვი აგვ 24, 2003 8:23    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

(მე 8-ე გვერდი)

'' ბუნება და მისი ევოლუციის პრინციპები ამტკიცებენ, რომ ამ ქვეყანაზე არ არსებობს არაფერი გამოუსადეგარი. ნებისმიერ გამოცდილებას ადამიანის ყოფის ნებისმიერ სფეროში, თუნდაც უარყოფითს - დადებითი გამოცდილების გვერთით, ძალზედ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და დიდი როლი აკისრია. აღნიშნულის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მრავალრიცხოვანი შთაბეჭდილებების, მოვლენების, გადაწყვეტილებების და შედეგების მასიდან, ამოირჩეს მხოლოდ დადებითი, სასწავლო და აუცილებელი. ეს ნიშნავს, საკითხთან კონსტრუქტიულ-რაციონალურ მიდგომას. მე არ მგონია, რომ ისლამის ათასწლეულ ისტორიულ კულტურაში არ მოიძებნებოდეს დადებითი მხარეები.''
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
წკაპო



გაწევრიანდა: 12 აგვ 2002
წერილი: 3849
ადგილმდ.: საფრანგეთი‚ პარიზი

წერილიგამოგზავნილია: კვი აგვ 24, 2003 9:30    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

ალექს‚ თემიდან ხომ არ უხვევ?
_________________
ყველაფერი რაც ბრწყინავს, ოქრო როდია?! jora.gif
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა MSN Messenger
Alex



გაწევრიანდა: 14 ივლ 2003
წერილი: 235
ადგილმდ.: NEDERLAND

წერილიგამოგზავნილია: კვი აგვ 24, 2003 9:44    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

რას გულისხმობ?
1)-კავკასიის რეგიონს რომ შევეხე?
2)-ვაპირებ ისლამის ისტორიის განხილვას?
3)- სხვა რამ?
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
აჩვენე წერილები წინა:   
ახალი თემის დაწყება   პასუხი თემაზე    ქართული საფიხვნო -> პოლიტიკა და საზოგადოება ყველა დრო მოცემულია სარტყელში GMT
გადასვლა გვერდზე წინა  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10  შემდეგი
გვერდი ნომერი 9(სულ - 10)

 
აირჩიე:  
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ, თემებზე პასუხის გაცემა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი წერილების რედაქტირება
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი წერილების წაშლა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ ხმის მიცემა კენჭისყრისას


Powered by phpBB 2.0.1 © 2001, 2002 phpBB Group

RE:Action Georgia without Russian troops!